ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუსს მიაღწია... - რა მდგომარეობაა ევროპაში, სადაც ტემპერატურა პიკს აღწევს
1751824808
იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ჰიპერბგერითი რაკეტებით და უპილოტო თვითმფრინავებით ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია განახორციელეს.
„ჰუსიტების“ წარმომადგენლის, იაჰია სარეას განცხადებით, თავდასხმა განხორციელდა სამი რაკეტით და რვა უპილოტო თვითმფრინავებით, რომლის სამიზნე იყო ლოდის აეროპორტი, აშდოდის პორტი, აშკელონის ელექტროსადგური და უმ ალ-რაშრაშის პორტი.
იემენის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ რაკეტებმა და უპილოტო აპარატებმა წარმატებით მიაღწიეს სამიზნეებს და გამანადგურებელმა სისტემებმა მათი განადგურება ვერ შეძლეს. „ჰუსიტების“ წარმომადგენლის თქმით, საჰაერო თავდაცვამ წარმატებით გაუძლო იემენის წინააღმდეგ სიონისტურ აგრესიას და ჩაშალა მისი გეგმა, რომელიც იემენის რამდენიმე ქალაქზე თავდასხმას გეგმავდა.