მთავარი ნიშნები, რომ სისხლძარღვებში საშიში თრომბი გაქვთ
1755631456
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შიგერუ იშიბამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მონაწილეობას მიიღებს უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობს ეს.
„ჩვენ საფუძვლიანად განვიხილავთ, თუ რისი გაკეთება შეუძლია და რა უნდა გააკეთოს ჩვენმა ქვეყანამ, მათ შორის კანონებისა და შესაძლებლობების თვალსაზრისით და შევასრულებთ შესაბამის როლს“, - განუცხადა იშიბამ ჟურნალისტებს.
თუმცა, იშიბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იაპონია „იმ ფაზაში არ არის, როდესაც მას შეუძლია დეტალების მიწოდება“ იმ მხარდაჭერის შესახებ, რომლის შეთავაზებაც შეუძლია უკრაინისთვის.