1755620675
შვეიცარია მზად არის, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს უმასპინძლოს - იგნასიო კასისი

შვეიცარია მზად არის, რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლოს, – ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგნასიო კასისმა განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ ასეთი შეხვედრისთვის და მადლიერები ვართ ჩვენდამი გამოცხადებული ნდობისთვის. ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებდით მზაობას, მაგრამ ეს დამოკიდებულია დიდი სახელმწიფოების მზაობაზე“, – განაცხადა კასისმა.
მისივე თქმით, თუ პუტინი შვეიცარიაში ზელენსკისთან მოლაპარაკებებს დაესწრება, შვეიცარიის მთავრობა სპეციალურ ღონისძიებებს გაატარებს რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერის გამო.
„ჩვენ შეგვიძლია ასეთი შეხვედრის ჩატარება და ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რომ ის შეუფერხებლად წარიმართოს. ამის გაკეთება შეგვიძლია პუტინის წინააღმდეგ გაცემული დაკავების ორდერის მიუხედავად“, – განაცხადა კასისმა.