იაპონიის პრემიერ-მინისტრის განცხადებების გამო, ჩინეთი დამატებითი კონტრზომების მიღებას არ გამორიცხავს

იაპონიის პრემიერ-მინისტრის განცხადებების გამო, ჩინეთი დამატებითი კონტრზომების მიღებას არ გამორიცხავს

იაპონიის პრემიერ-მინისტრის განცხადებების გამო ჩინეთი დამატებითი კონტრზომების მიღებას არ გამორიცხავს. ჩინეთმა განაცხადა, რომ სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ „მკაცრი და გადამწყვეტი საპასუხო ზომები მიიღოს“, თუ იაპონია უკან არ წაიღებს თავის „არასწორ განცხადებებს“ და არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ორმხრივი ურთიერთობების „პოლიტიკური საფუძვლის შესანარჩუნებლად“.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინმა აღნიშნა, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სანაე ტაკაიჩის ტაივანის შესახებ ბოლოდროინდელი განცხადებები „ფუნდამენტურად ძირს უთხრის“ ჩინეთ-იაპონიის ურთიერთობების პოლიტიკურ საფუძველს.

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური დავა მას შემდეგ გამწვავდა, რაც იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ ჩინეთის თავდასხმამ ტაივანზე, რომელიც იაპონიის გადარჩენას საფრთხეს შეუქმნის, შესაძლოა, სამხედრო პასუხი გამოიწვიოს.