„43 სართულიდან გადმოვარდა...“ - ვინ არის ბათუმში დაღუპული კაცი
1777924526
ჰორმუზის სრუტეში სამხრეთ კორეულ გემზე აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას Reuters-ი სამხრეთ კორეის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჰორმუზის სრუტეში სამხრეთ კორეული გადამზიდი კომპანია HMM-ის გემზე აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის მთავრობა ამოწმებს ინფორმაციას იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა გემზე თავდასხმა.
კომპანიის განცხადებით, გემი პანამის დროშის ქვეშ ცურავს და ხანძარი ძრავის ოთახში გაჩნდა.
ასევე, კომპანიაში აღნიშნეს, რომ გემის ეკიპაჟი 24 წევრისგან შედგება და მათგან არავინ დაშავებულა.