კარდიოლოგების გაფრთხილება - ამ ტიპის ყავა ყველაზე მეტად სახიფათოა
1772563995
ჰორმუზის სრუტე თუ არ გაიხსნება, ნავთობის ფასები ყველას გაანადგურებს, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა განაცხადა.
სერბეთის პრეზიდენტის თქმით, ნავთობის ფასების უკონტროლოდ ზრდა არ შეიძლება, იყოს დაშვებული.
სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამჟამინდელ დაძაბულობას შესაძლოა, სერიოზული გავლენა ჰქონდეს ნავთობისა და გაზის ფასებზე.
„ჩემი მიდგომაა, რომ სუბსიდირების მექანიზმებს მომდევნო თვის განმავლობაში განვსაზღვრავთ, რადგან ფასების უკონტროლოდ ზრდის დაშვება არ შეგვიძლია. გაზის ფასები გაიზარდა, გაზი აღარ არის, კატარმა ონკანი გადაკეტა. ჩვენ ძალიან რთულ ფაზაში შევდივართ. ეს თუ გაგრძელდა, ეს ევროპაში ყველასთვის ჯოჯოხეთი იქნება. ჰორმუზის სრუტე თუ არ გაიხსნება, ნავთობის ფასები ყველას გაგვანადგურებს“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.