ჰამბურგიდან ვენაში მიმავალ მატარებელზე დანით შეიარაღებული მამაკაცი მგზავრებს თავს დაესხა

ბჯ

ჰამბურგიდან ვენაში მიმავალ მატარებელზე თავდასხმისას, 4 ადამიანი დაშავდა. დანით შეიარაღებული მამაკაცი მგზავრებს თავს დაესხა.

ინციდენტის დროს მატარებელში 500-მდე მგზავრი იმყოფებოდა. თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა, ის თვითონაც დაშავებულია, სარკინიგზო მიმოსვლა კი დროებით შეჩერდა.

თავდასხმის მოტივს მიმდინარე გამოძიება დაადგენს.