გვინდა, ვენესუელამ დაუყოვნებლივ დაიბრუნოს ყველა პატიმარი და ხალხი ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან, მოაშორეთ ისინი ჩვენი ქვეყნიდან, ან ფასი, რომელსაც გადაიხდით, უთვალავი იქნება - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი ვენესუელას მოუწოდებს, დაიბრუნოს პატიმრები. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

ტრამპი აღნიშნავს, რომ ვენესუელა პატიმრებს თუ არ დაიბრუნებს, მაშინ მათ დიდი ფასის გადახდა მოუწევთ.

„გვინდა, რომ ვენესუელამ დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა პატიმარი და ხალხი ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან, რაც ყველაზე ცუდ ფსიქიატრიულ დაწესებულებებს მოიცავს, რომლებიც ვენესუელის „ლიდერებმა” ძალით შემოიყვანეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ათასობით ადამიანი მძიმედ დაშავდა, და მოკლულიც იქნა, ამ „მონსტრების” მიერ. მოაშორეთ ისინი ჩვენი ქვეყნიდან ახლავე, ანდა ფასი, რომელსაც გადაიხდით, უთვალავი იქნება!” – წერს ტრამპი.