ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტი დაიღუპა

ანას ალ-შარიფი

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტი დაიღუპა. „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაღუპულია ცნობილი ჟურნალისტი ანას ალ-შარიფი და მისი ოთხი კოლეგა ოპერატორები.

გავრცელებული ცნობით, 10 აგვისტოს გვიან საღამოს ქალაქ ღაზის ალ-შიფას საავადმყოფოს მთავარი კარიბჭის წინ განთავსებულ კარავზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. სწორედ აქ იმყოფებოდნენ მედიის წარმომადგენლებიც.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ანას ალ-შარიფმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელმა ღაზის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებზე ინტენსიური, კონცენტრირებული დაბომბვა დაიწყო – ასევე ცნობილი, როგორც „ცეცხლოვანი ქამრები“.

განცხადებაში „ალ ჯაზირას მედია ქსელმა“ დაგმო მკვლელობები, როგორც „პრესის თავისუფლებაზე კიდევ ერთი აშკარა და წინასწარ განზრახული თავდასხმა“.