ღაზაში ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა თავშესაფრები და კარვები გაანადგურა

ღაზა

ღაზაში ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგად ათასობით კარავი განადგურდა, ზარალი 4.5 მილიონ დოლარად შეფასდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

სტიქიის შედეგად განადგურდა თავშესაფრები, 22 000 კარავი, საკვები და მედიკამენტები.

ძლიერმა წვიმამ დააზიანა წყალმომარაგებისა და სანიტარული სისტემების ინფრასტრუქტურა, მათ შორის დროებითი წყალსადენები და სანიტარული ორმოები.

დაზარალდა მცირე მზის ინსტალაციებიც, რომლებიც ღაზისთვის თითქმის ერთადერთი ელექტროენერგიის წყაროა. როგორც ღაზაში აცხადებენ, ახალი კარავი დაახლოებით 1.5 მილიონ ადამიანს სჭირდება.