ღაზაში, ალ-შიფის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ისრაელის არმიასა და „ჰამასის“ მებრძოლებს შორის ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს

ღაზა

ისრაელის არმიის ცნობით, ღაზაში ალ შიფის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, „ჰამასის“ მებრძოლებთან ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს. „ცაჰალი“ იუწყება, რომ ბრძოლების შედეგად, ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ათობით მებრძოლი.

ისრაელის არმია სამხედრო ოპერაციას განაგრძობს ხან-იუნისშიც. ღაზის ცენტრალურ ნაწილში, ისრაელელმა სამხედროებმა „ჰამასის“ სარაკეტო სისტემებს მიაკვლიეს და გაანადგურეს. ქვეითი ჯარების წინსვლის უზრუნველსაყოფად, ისრაელის ავიაცია ღაზის ჩრდილოეთსა და ცენტრალურ ნაწილებს ინტენსიურად ბომბავს.