წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
გერმანიაში, ჰანოვერის აეროპორტმა დრონის დაფიქსირების გამო მუშაობა დროებით შეაჩერა. ამის შესახებ „დოიჩე ველე” წერს.
პოლიციის ცნობით, ინციდენტი ადგილობრივი დროით 22:00 საათზე მოხდა. დრონი პილოტებმა შენიშნეს და ამის შესახებ აეროპორტის თანამშრომლებს აცნობეს.
წინასწარი ინფორმაციით, დრონი ახლომდებარე სამრეწველო ზონის თავზე დაფრინავდა.
დრონის დაფიქსირების შემდეგ, სამი თვითმფრინავი სხვა აეროპორტებში გადამისამართდა.
ბოლო კვირების განმავლობაში, დრონები არაერთხელ შენიშნეს გერმანიის სხვადასხვა აეროპორტებისა და კრიტიკული ობიექტების თავზე.