გამოდით ქუჩებში და დაასრულეთ ეს საქმე - ნეთანიაჰუ ირანელებს მიმართავს

ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ  ირანის მოქალაქეებს მიმართა. მან მოუწოდა მოსახლეობას ქუჩებში გასვლისა და ხელისუფლების დამხობისკენ. 

„მიმართავ ირანელ ხალხს და ვამბობ: „არ ჩამოუშვათ ხელები, ძალიან მალე მოვა მომენტი, გამოდით ქუჩებში, რათა დაასრულოთ ეს საქმე და ჩამოაგდოთ ტოტალიტარული რეჟიმი“, – განაცხადა თავის მიმართვაში ნეთანიუაჰუმ.