გაეროში ისრაელის ელჩი: ისრაელი და აშშ არ შეწყვეტენ ოპერაციას ირანის წინააღმდეგ, ვიდრე ოპერაციის მიზნები არ იქნება მიღწეული

გაეროში ისრაელის ელჩი

ისრაელის ელჩმა გაერთიანებულ ერების ორგანიზაციაში, დანი დანონმა განაცხადა, რომ ისრაელი სამხედრო კამპანიას მანამ გააგრძელებს, სანამ ეს საჭირო იქნება.

დანონმა აღნიშნა, რომ ისრაელი და აშშ არ შეწყვეტენ ოპერაციას ირანის წინააღმდეგ, ვიდრე ოპერაციის მიზნები არ იქნება მიღწეული.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ირანს ბირთვული შესაძლებლობები არ ჰქონდეს“, - განაცხადა მან.

დანონის თქმით, ისრაელი გააკეთებს „ყველაფერს, რაც აუცილებელია ჩვენი ხალხისა და ჩვენი საზღვრების დასაცავად“.

მან ასევე გამოთქვა იმედი თეირანში ახალი ხელისუფლების მოსვლის შესახებ და აღნიშნა, რომ სჯერა, ირანელი ხალხისთვის თავისუფლება „უფრო ადრე დადგება, ვიდრე გვიან“.