გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი აცხადებს, რომ ვენესუელაში აშშ-ის ჩარევა საერთაშორისო სამართლის დარღვევაა

gaero

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი აცხადებს, რომ ვენესუელაში აშშ-ის ჩარევა საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ნათლად გამოხატოს.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი შიშობს, რომ აშშ-ის ოპერაციამ შეიძლება, გააუარესოს ვენესუელაში არსებული ვითარება. მათივე თქმით, აშშ-ის ქმედებები აჩვენებს, რომ ძლიერ ქვეყნებს შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც სურთ.

„სქაინიუსის“ ცნობით, მსოფლიოს არაერთი ლიდერი აშშ-სა და მისი ლიდერის, დონალდ ტრამპის კრიტიკას მოერიდა. მათ შორის არის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, რომელმაც თავი შეიკავა ტრამპის კრიტიკისგან და არ განუმარტავს, არღვევდა თუ არა ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავება საერთაშორისო სამართალს.

აშშ-ს მიერ მადუროს დაკავების შემდეგ, სტარმერმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი არ მონაწილეობდა კარაკასში განხორციელებულ ოპერაციაში, თუმცა მას სურდა ტრამპთან საუბარი და „ფაქტების დადგენა“.