ფულის დაზოგვის მიზნით, მამაკაცი ონლაინ ნაყიდი მასალებით პროთეზებს თავად ამზადებს

პროთეზი

ჩინეთში ერთ-ერთი სტომატოლოგიური კლინიკის მმართველმა ხანდაზმული კლიენტის ფოტო გამოაქვეყნა.

„ის ერიდებოდა პროთეზებზე ფულის დახარჯვას და მასალები 0.7 აშშ დოლარად იყიდა“, - დაწერა სტომატოლოგმა.

მამაკაცმა ინტერნეტში ნაყიდი მასალებით პროთეზის გაკეთება თავად გადაწყვიტა. საბოლოოდ, ცუდი შედეგი მიიღო და მაინც პროფესიონალის დახმარება დასჭირდა.

ამ ქმედების გამო მამაკაცი ახლა კბილების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას. მას ყველა სტომატოლოგი უარს ეუბნება საკუთარი პროთეზის მოხსნაზე, რადგან იგი არასწორად არის გაკეთებული.