საქართველოში ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება - მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ქარი
1788788160
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ „ღრმად შოკირებულია“ რეგიონულ არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებით ულტრამემარჯვენე AfD-სთან, თუმცა პირობა დადო, რომ არ გადაუხვევს მკაცრი რეფორმების კურსს და ამასთან, ეცდება, ისინი საზოგადოებას უკეთ განუმარტოს.
„ეს არის ყველაზე მძიმე საარჩევნო მარცხი, რაც CDU-ს წლების, ათწლეულების განმავლობაში განუცდია“, - განაცხადა მერცმა საქსონია-ანჰალტში კვირას გამართული არჩევნების შემდეგ.
„ბუნებრივია, ამას შესაბამისი შედეგები მოჰყვება“, - დასძინა მან.
მერცმა დაუშვა, რომ პარტიის მარცხში წვლილი მიუძღოდა მის დაბალ რეიტინგსაც: „მესმის, რომ ამ საარჩევნო კამპანიაში ჩემი პერსონა მუდმივი განხილვის საგანი იყო“.
„უნდა ვეცადოთ - და უპირველეს ყოვლისა, მე თავად - უფრო უშუალო გზა ვიპოვოთ ხალხის გულებისკენ და უკეთ გავუგოთ მათ ემოციებს“, - განაცხადა მან.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რეფორმების კურსის გაგრძელების სიმტკიცე შერყეული არ არის“ და დასძინა, რომ ეს ნაბიჯი „ჩვენი მომავალი თაობების - შვილებისა და შვილიშვილების“ კეთილდღეობისთვის არის აუცილებელი.