ფრიდრიხ მერცი: ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაბრუნდეს, რეგიონისა და მსოფლიოს მძევლად აყვანა შეწყვიტოს

ფრიდრიხ მერცი პიტერ მაგიარს

ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

„ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაბრუნდეს და რეგიონისა და მსოფლიოს მძევლად აყვანა შეწყვიტოს. ჰორმუზის სრუტის ბლოკადა უნდა დასრულდეს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანმა არ უნდა მიიღოს ბირთვული იარაღი.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს. სოლიდარობას ვუცხადებთ არაბთა გაერთიანებული საამიროების ხალხს და ჩვენს პარტნიორებს რეგიონში“, – განაცხადა მერცმა.