1765569542
ფოტო - ბიონსეს 13 წლის ქალიშვილის ჩაცმის სტილი სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს
ამერიკელი მომღერლის, ბიონსეს 13 წლის ქალიშვილის, ბლუ აივი კარტერის ახალი ფოტოები სოციალურ ქსელში ფრაზით „დაჩაგრული ბავშვის სინდრომი“ შეაფასეს. ამის შესახებ წერს გამოცემა Page Six.
13 წლის გოგონა კალიფორნიაში, კალათბურთის გუნდის „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ მატჩს დაესწრო მამასთან რეპერ Jay-Z-სთან ერთად. კამერების წინ ბლუ აივი გამოჩნდა შავი ფერის მოცულობითი ტყავის ქურთუკით, ფართო ლურჯი ჯინსებით, ნაკერიანი ჯიბეებითა. ასევე Diesel-ის ბრენდის ვერცხლისფერი ჩანთა და სამკაულად ეკეთა ოქროსფერი რგოლის ფორმის საყურეები და ყელსაბამები. ბლუ აივს ტუჩებიც და თვალებიც შეღებილი ჰქონდა.
გამოცემის მკითხველებმა კადრები კომენტარებში შეაფასეს. „ის ბევრად უფროსად გამოიყურება, ვიდრე 13 წლისაა“, „რატომ ჰგავს 40 წლის ქალს, შეღებილი ფრჩხილებით, ვარცხნილობით და ამ ტანსაცმლით? 13 წლის ასაკი ბავშვობაა“, „დაე იყოს ბავშვი“, „ნეტავ უკვე პლასტიკური ოპერაცია ხომ არ გაიკეთა?“, „მე ის ძალიან ლამაზად მიმაჩნია, მაგრამ ეს კიდევ ერთი ‘დაჩაგრული ბავშვის სინდრომის’ შემთხვევას ჰგავს. სამწუხაროა, რომ ბავშვებს აღარ შეუძლიათ უბრალოდ ბავშვებად დარჩენა“, - წერენ მომხმარებლები.












