Financial Times: უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით იერიშების დაგეგმვისას აშშ-ისა და საფრანგეთის სადაზვერვო ინფორმაცია გამოიყენა

Financial Times

უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით იერიშების დაგეგმვისას აშშ-ისა და საფრანგეთის სადაზვერვო ინფორმაცია გამოიყენა.

Financial Times-ის ცნობით, მიღებული მონაცემები უკრაინულ მხარეს სამიზნეების ზუსტად შერჩევაში და რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების გვერდის ავლაში დაეხმარა.

გამოცემა წერს, რომ ოპერაციების მიზანი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების მუშაობის რაც შეიძლება ხანგრძლივი დროით შეჩერებაა.