„არასოდეს არ გასცეთ ფული ამ დღეს ... “ - გოგა მანიას საჭირო რჩევები
1762287470
ფილმის "მარტო სახლში" ვარსკვლავი, დენიელ სტერნი მიმდინარე თვის დასაწყისში ავად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.
TMZ-ის ცნობით, 68 წლის სტერნი, რომელმაც 1990 წელს გამოსულ ფილმში "მარტო სახლში" და მის 1992 წლის გაგრძელებაში ქურდი მარვის როლი შეასრულა, 7 ოქტომბერს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში გადაიყვანეს.
ვენტურას ოლქის სახანძრო სამსახურმა დაადასტურა, რომ ისინი კალიფორნიის შტატის ქალაქ სომისში მდებარე საცხოვრებელ შენობაში სამედიცინო გადაუდებელი შემთხვევისთვის გამო გამოიძახეს.
მედიის ინფორმაციით, ჯერჯერობით გაურკვეველია, რაში მდგომარეობდა პრობლემა.
მეხანძრეებმა სტერნი გასინჯეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ის ჯანმრთელია.
Dailymail-ის ცნობით, მათ კომენტარისთვის სტერნის წარმომადგენლებს მიმართეს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ.