გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, აშშ უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის 20-დან 50-მდე რაკეტის მიწოდებას შეძლებს, – ამის შესახებ ბრიტანულ გამოცემასთან საუბარში ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის თავდაცვის დირექტორმა, სტეისი პეტიჯონმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, ეს პრინციპულად ვერ შეცვლის ომის დინამიკას.
აშშ-ის მფლობელობაში არსებული „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის.
პენტაგონის ყოფილი თანამშრომელი და ამჟამად სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის წარმომადგენელი მარკ კენსიანი, „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ აშშ-ს „ტომაჰავკის“ ტიპის 4 150 რაკეტა აქვს.
„ფაინენშალ თაიმსის“ მიხედვით, ვაშინგტონს „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტები შესაძლოა, ვენესუელაზე დარტყმებისთვის დასჭირდეს.
როგორც ცნობილია, 17 ოქტომბერს თეთრ სახლში გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, სადაც საუბრის ერთ-ერთი თემა სავარაუდოდ, უკრაინისათვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების გადაცემა იქნება.