ევროპის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი - ესპანეთში, სადაც დენის მიწოდების მხოლოდ ნაწილობრივ აღდგენა შეძლეს, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

ესპანეთისა და პორტუგალიის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ევროპის ნაწილი. ესპანეთში საგანგებო მდგომარეობაა, სადაც დენის მიწოდების მხოლოდ ნაწილობრივ აღდგენა შეძლეს. განსაკუთრებული ზომების მიღების მოთხოვნით, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მადრიდმა, ანდალუსიამ და ექსტრემადურამ მოსთხოვა.

 

რთულია ვითარება ამ მიმართულებით პორტუგალიაშიც - ქვეყანა შეფერხებისგან გამოწვეულ შედეგებს ებრძვის.

შეგახსენებთ, გუშინ ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა ანდორას, საფრანგეთისა და გერმანიის რეგიონებსაც. ქვეყნებში დაიხურა აეროპორტები, არ ფუნქციონირებდა რკინიგზა, გაჩერდა მეტროც, საავტომობილო გზებზე კი კოლაფსი იყო. დაცარიელდა სუპერმარკეტებში სასურსათო დახლები.

კონტინენტზე ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის ზუსტი მიზეზი უცნობია. არსებობს ორი ვარაუდი, მათ შორის ერთი დივერსია, მეორე კი საფრანგეთში მაღალი ძაბვის ანძების დაზიანებაა.