ქარბუქი, თოვლი, ნისლი, წვიმა! - განახლებული ამინდის პროგნოზი
1767817342
ევროპელმა ლიდერებმა სამშაბათს გრენლანდიის სუვერენიტეტის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს, პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან კუნძულის შეძენისადმი კვლავ არსებული ინტერესის ფონზე.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ გრენლანდია „თავის ხალხს ეკუთვნის“.
„მხოლოდ დანიისა და გრენლანდიის გადასაწყვეტია ის საკითხები, რომლებიც დანიასა და გრენლანდიას ეხება“, - განაცხადეს ლიდერებმა.
ევროპელმა ლიდერებმა ასევე ხაზი გაუსვეს ხანგრძლივ ალიანსს და განაცხადეს: „ნატომ მკაფიოდ განმარტა, რომ არქტიკის რეგიონი პრიორიტეტია და ევროპელი მოკავშირეები აძლიერებენ ძალისხმევას, ზრდიან თავიანთ წარმომადგენლობას, აქტივობებსა და ინვესტიციებს, რათა დაცული იყოს არქტიკა და მოხდეს მოწინააღმდეგეების შეკავება“.