ევროპელი ლიდერები თეთრ სახლში მივიდნენ, სადაც დონალდ ტრამპთან მრავალმხრივ შეხვედრას გამართავენ

მარკ რუტე

ევროპელი ლიდერები თეთრ სახლში მივიდნენ, სადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მრავალმხრივ შეხვედრას გამართავენ.

თეთრი სახლის ტერიტორიაზე პირველი ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე გამოჩნდა, მას მოჰყვნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.

შეხვედრას ასევე დაესწრებიან საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.