„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ - დეტალები საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტიდან
1776964969
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროპამ საკუთარი თავი უნდა მოაწესრიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღარ იარსებებს.
„ვიდრე პოლიტიკით დავკავდებოდი, ყოველთვის ვამბობდი, რომ ევროპა არის ქაღალდის ვეფხვი. ევროპამ თავი უნდა მოიწესრიგოს ენერგეტიკისა და მიგრაციის საკითხებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ევროპა აღარ ექნებათ“, – განაცხადა ტრამპმა.
ამავე ინტერვიუში აშშ-ის ლიდერმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ნატო და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა.
„ის, ვინც არ გვეხმარება ნატოა. ისინი ჩვენ არ გვჭირდება. სინამდვილეში, ისინი ჩვენ არასდროს დაგვჭირდებიან. მათ კი სასოწარკვეთილად ვჭირდებით, რადგანაც ქაღალდის ვეფხვი არიან“, – აღნიშნა ტრამპმა.