ევროპა არ არის დაინტერესებული აშშ-თან დაპირისპირებით, მაგრამ ჩვენს პოზიციას დავიცავთ - კაია კალასი

კაია კალასი

ევროპა არ არის დაინტერესებული აშშ-თან დაპირისპირებით, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.

„არქტიკული უსაფრთხოება ჩვენი საერთო ტრანსატლანტიკური ინტერესი და ის საკითხია, რომელზეც შეგვიძლია, ვისაუბროთ ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან. მაგრამ ტარიფებით მუქარა არ არის გზა ამის გაკეთებისთვის. სუვერენიტეტი ვაჭრობის საგანი არ არის. ჩვენ არ ვართ დაინტერესებული დაპირისპირებით, მაგრამ ჩვენ ჩვენს პოზიციას დავიცავთ. ევროპას აქვს ბერკეტები საკუთარი ინტერესების დასაცავად“, – წერს კალასი.