ევროკომისიის სპიკერი: უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როდის ჩაატაროს არჩევნები საკუთარი კონსტიტუციისა და საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე

ევროკომისია

უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როდის ჩაატაროს არჩევნები საკუთარი კონსტიტუციისა და საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე, შესაბამისი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა ხუთშაბათს განაცხადა.

„რაც შეეხება არჩევნებს, სწორედ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, როდის ჩაატაროს ისინი საკუთარი სამართლებრივი ჩარჩოს სრული დაცვით“, - აღნიშნა ჰიპერმა.

მან დაადასტურა, რომ „ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს უკრაინას მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში, კერძოდ, შესაბამისი დემოკრატიული სტანდარტებისა და მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფაში“.

„არსებობს კონსტიტუციური ჩარჩო და გადაწყვეტილება უკრაინამ უნდა მიიღოს - თუ ის ამის გაკეთებას გადაწყვეტს“, - განმარტა პრესსპიკერმა.

როგორც ცნობილია, უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა 18 აგვისტოს მიმართვაში მოუწოდა, მოიძებნოს კანონიერი, უსაფრთხო და რეალისტური მექანიზმი, რომელიც უკრაინაში არჩევნების ჩატარების საშუალებას უზრუნველყოფს.