ევროკომისიის ხელმძღვანელი: „მსურველთა კოალიციამ“ აშშ-ს რუსეთზე ზეწოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა

პოლიტიკა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „მსურველთა კოალიციის“ ვირტუალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთზე შემდგომი ზეწოლა მოსკოვის მშვიდობისკენ იძულებისთვის.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და დასძინა, რომ ევროპასა და ვაშინგტონს „სჭირდებათ მტკიცე ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა“.

„ვინაიდან ამას შედეგები მოაქვს. მაგალითად, ავიღოთ ჩვენი კოორდინირებული და თანმიმდევრული სანქციების ტალღების მნიშვნელოვანი გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე. ისინი ამცირებენ იმ რესურსებს, რომლებიც რუსეთს აქვს თავისი აგრესიული ომის საწარმოებლად“, – დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

„და რადგან ზეწოლა არის ერთადერთი ენა, რომელზეც რუსეთი რეაგირებს, ჩვენ გავაგრძელებთ მის გაძლიერებას მანამ, სანამ არ გამოჩნდება ჭეშმარიტი მზადყოფნა, რომ შეუერთდეს მშვიდობისკენ მიმავალ საიმედო გზას“, - დასძინა მან.