ქუთაისში, დააკავეს ბებია, რომელმაც 2 წლამდე ბავშვს TikTok ლაივში სცემა
1756720265
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა არაფორმალურ შეხვედრაზე უკრაინის საკითხი განიხილეს და რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე იმსჯელეს. ამის თაობაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა. მან სანქციების სამომავლო პაკეტის შესაძლო ელემენტებიც დაასახელა: მეორადი სანქციები „ ომის მხარდამჭერთა წინააღმდეგ,“ რუსული პროდუქციის იმპორტის აკრძალვა, ტარიფები და „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებთან ბრძოლის გაძლიერება.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხი უკრაინის თავდაცვისა და რეკონსტრუქციისთვის.
„აშკარაა, რომ რუსეთი მშვიდობისთვის არ ემზადება, პირიქით, ისინი უფრო მეტი ომისთვის ემზადებიან. მიმდინარე კვირაში რუსეთმა კიევზე ომის დაწყების შემდეგ მეორე უდიდესი საჰაერო თავდასხმა განახორციელა. დარტყმებს მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა. ჩვენ განვხილეთ გზები რუსეთზე ზეწოლის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, რათა რეალური მოლაპარაკებები დაიწყოს.
ასევე განვიხილეთ გაყინული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის თავდაცვისა და რეკონსტრუქციისთვის. რუსეთის მიერ უკრაინაში გამოწვეული დანაკარგების გათვალისწინებით, წარმოუდგენელია, რომ რუსეთმა ოდესმე კვლავ დაინახოს ეს ფული, თუ სრულად არ ანაზღაურებს უკრაინისთვის მიყენებულ ზიანს“, – აღნიშნავს კალასი.