ევროკავშირის ქვეყნებმა 193 მილიარდი ევრო დახარჯეს უკრაინის მხარდასაჭერად, კიდევ 90 მილიარდი ნასესხებია, ამ თანხის დაბრუნების რეალისტური გეგმა არ არსებობს - ორბანი

ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინის დაფინანსებაზე უზარმაზარი რაოდენობის თანხა დახარჯეს.

მისივე თქმით, ამ თანხის დაბრუნების რეალისტური გეგმა არ არსებობს.

„193 მილიარდი ევრო დაიხარჯა უკრაინის მხარდასაჭერად. კიდევ 90 მილიარდი ევრო ნასესხებია. დაპირებები „რადაც არ უნდა დაგვიჯდეს“, თანხის დაბრუნების რეალისტური გეგმის გარეშეა. უნგრეთმა, ჩეხეთმა და სლოვაკეთმა უარი თქვეს ვალის სპირალში ჩართვაზე. ჩვენ, ილუზიების ნაცვლად, ჩვენი ხალხი ავირჩიეთ“, – წერს ის.