კატეგორიულად აკრძალულია გაყინული ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა - ეს უნდა იცოდეთ
1791829613
ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ალიანსის გაფართოების გავლენა უსაფრთხოებაზე, გაფართოება ათწლეულების განმავლობაში ევროკავშირის ყველაზე წარმატებული საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტია, ეს არ ეხება მხოლოდ ევროკავშირის გაზრდას, ეს ეხება ევროპის უფრო უსაფრთხოდ ქცევას და გეოპოლიტიკურად მეტად გაძლიერებას, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
მისი თქმით, ბევრ კანდიდატ ქვეყანას უკვე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ალიანსის უსაფრთხოებაში.
„უკრაინა, რა თქმა უნდა, ევროპის თავდაცვის მოწინავე ხაზშია რუსული აგრესიის წინააღმდეგ. მოლდოვა და ჩვენი დასავლეთ ბალკანელი პარტნიორები მონაწილეობენ ევროკავშირის მისიებსა და ოპერაციებში. დღეს მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააღრმაონ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კანდიდატ ქვეყნებთან, მათი პროგრესისა და ევროკავშირთან თავსებადობის საფუძველზე. ეს ნიშნავს მათ ინტეგრაციას ევროპულ თავდაცვით ჩარჩოებში, ერთობლივი თავდაცვითი წარმოების გაფართოებას, ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის უკეთ გამოყენებას. გაფართოება არის ინვესტიცია ევროპის უსაფრთხოებასა და გეოპოლიტიკურ ძალაში. დღეს მინისტრებს შორის იყო მხარდაჭერა უკრაინა-რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებთან დაკავშირებით ზავის თაობაზე, იმ პირობით, თუ მოსკოვი დაიცავს მას. თუმცა ცეცხლის შეწყვეტა ვერ იმოქმედებს, თუ მას მხოლოდ ერთი მხარე დაიცავს. არსებობს მკაფიო გაგება იმისა, რომ ახლა არ არის მოსკოვზე ზეწოლის შემსუბუქების დრო. სწორედ ამიტომ დღეს მინისტრებმა სასანქციო სიაში თითქმის 1 600-მდე ახალი პირი დაამტკიცეს, რაც მიმართულია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი სასანქციო სიის ყველაზე დიდი გაფართოება რუსეთის ომის დაწყების შემდეგ“, – განაცხადა კალასმა.