„ფუტკრების" შეჭრა და „სისხლით სავსე მიწები“ - ვრცელდება მიშელ ნოსტრადამუსის პროგნოზი 2026 წლისთვის
1766782083
ევროკავშირის ელჩები დღეს საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბებიან და დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით, ტარიფების სახით წაყენებულ ულტიმატუმზე იმსჯელებენ. ამერიკის პრეზიდენტმა 1 თებერვლიდან სავაჭრო ტარიფების ამოქმედება დააანონსა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დანიის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერენ მხარს და გრენლანდიაში საკუთარ სამხედროებს გზავნიან.
მისივე თქმით, თუ გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება არ შედგება, მაშინ 10%-იანი ტარიფები პირველი ივნისიდან 25%-მდე გაიზრდება. რიგგარეშე საგანგებო სხდომა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.