European Conservative: პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკანონოდ უშლის ხელს არჩეულ პრეზიდენტს, კაროლ ნავროცკის უფლებამოსილების შესრულების დაწყებაში, რაც კონსტიტუციური გადატრიალების ტოლფასია

დონალდ ტუსკი

„ცენზურა და კონსტიტუციური ნგრევა ახალი პოლონური რეალობაა“. სტატიას ამ სათაურით გამოცემა European Conserative აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი უკანონოდ უშლის ხელს არჩეულ პრეზიდენტს, კაროლ ნავროცკის უფლებამოსილების შესრულების დაწყებაში, რაც კონსტიტუციური გადატრიალების ტოლფასია.

ამასთან სტატიაში ნათქვამია, რომ დონალდ ტუსკის ანტიდემოკრატიულ ქმედებებს ბრიუსელი არ იმჩნევს, რადგან ის მისი ინტერესების გამტარებელი პრემიერია.

გამოცემის ცნობით, ტუსკი ცდილობს პოლონეთის მედიაზე მონოპოლიის დამყარებას, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას და საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას.