უებარი რეცეპტი დედა ელისაბედისგან - ძლიერი იმუნიტეტი და დაცვა ალცჰაიმერისგან
1777410699
ესტონეთის თავდაცვის მინისტრის, ჰანო პევკურის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში აშშ NATO დაეხმარება, რადგან მის გარეშე ევროპის ქვეყნები მოსკოვს წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის თებერვალში ესტონეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთი მომავალი ომებისთვის შეიარაღებას აგროვებს. აღნიშნულ განცხადებას რუსულმა მხარემ ნონსენსი უწოდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიმდინარე თვეს NATO-დან ამერიკის გასვლით დაიმუქრა, რადგან ევროპულმა ქვეყნებმა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად გემების გაგზავნაზე უარი თქვეს. გარდა ამისა, ალიანსი შეშფოთებული იყო მისი გეგმებით დანიისთვის, რომელიც NATO-ს წევრია, გრენლანდია წაერთმია.
თუმცა პევკური აცხადებს, რომ მას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში აშშ დასახმარებლად მოვა.
„დიახ, მე ვენდობი აშშ-ს და ყველა ჩვენს მოკავშირეს“, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა. თუმცა, როგორც პევკურმა აღნიშნა, ევროპას თავისი სამხედრო ძალის უზრუნველყოფა დამოუკიდებლად ჯერ არ შეუძლია.
„მივაღწიეთ, თუ არა სასურველ დონეს? არა“, - განაცხადა პევკურმა. „ჩვენ ყველას თავდაცვაში მეტი ინვესტიციის განხორციელება გვმართებს“.