ესტონეთის კრიმინალურმა პოლიციამ ოპოზიციური პარტია Isamaa-ს მიმართ გამოძიება დაიწყო

ესტონეთი

ესტონეთის კრიმინალურმა პოლიციამ ოპოზიციური პარტია Isamaa-ს მიმართ გამოძიება დაიწყო.

პარტია ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში სამშაბათს არის დაბარებული.

პარტიის გენერალურმა მდივანმა, ანდრეს მეტსოიამ აღნიშნა, რომ  პარტიის ფინანსური საქმიანობა სრულად შეესაბამება კანონმდებლობას.

 „ჩვენი ყველა ფინანსური საკითხი სრულად შეესაბამება კანონმდებლობას და გამჭვირვალედ მიმდინარეობს,“- განაცხადა მან.

გენერალური პროკურორის,  ტაავი პერნის გამოძიების დაწყებას ადასტურებს და ამბობს:

 „შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიცია მომავალ კვირას გეგმავს საგამოძიებო პროცედურების ჩატარებას, მათ შორის, სისხლის სამართლის საქმეში ეჭვმიტანილების სახით პირების დაკითხვას, რომელიც იძიებს, მიიღო თუ არა Isamaa-მ  უკანონო შემოწირულობები“

გამოცემა „დელფის“ ინფორმაციით, გამოძიება პარტიასთან დაკავშირებით უკვე გარკვეული ხანია მიმდინარეობს. კრიმინალური პოლიცია იძიებს შესაძლო უკანონო დაფინანსებას, თუმცა პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვინ ან რა არის გამოძიების პირდაპირი სამიზნე.