1768848716
ესპანეთში სარკინიგზო კატასტროფის მიზეზი ცნობილია
გამოძიების ინფორმაციით, ესპანეთში სარკინიგზო კატასტროფის მიზეზი ლიანდაგების დაზიანება გახდა. მედიის ცნობით, ტექნიკოსებმა ლიანდაგის მონაკვეთებს შორის შეერთებაზე ცვეთა და დაზიანება აღმოაჩინეს, რაც, მათი თქმით, შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა.
ამასთან, მათივე თქმით, დაზიანებული ლიანდაგი მთლიანად გასული წლის მაისში აღადგინეს.
სარკინიგზო კატასტროფის გამო, ესპანეთის ტრანსპორტის სამინისტრომ მადრიდსა და ანდალუსიას შორის ჩქაროსნული რკინიგზის რეისები, სულ მცირე, პარასკევამდე შეაჩერა.
ესპანეთში ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა.
შემთხვევის გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
ინციდენტი სამხრეთ ესპანეთში, ქალაქ კორდობასთან ახლოს მოხდა. მალაგადან მადრიდის მიმართულებით მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი, რომელსაც დაახლოებით 300 მგზავრი იმყოფებოდა, ლიანდაგიდან გადავიდა და საპირისპიროდ, მადრიდიდან უელვის მიმართულებით მიმავალ ჩქაროსნულ მატარებელს შეეჯახა.












