იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
ესპანეთის მთავრობის განცხადებით, დონალდ ტრამპის კომენტარის მიუხედავად, სიმშვიდეს ინარჩუნებენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ესპანეთი თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ წინააღმდეგობის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი ნატო-დან უნდა გარიცხონ.
ესპანეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ ქვეყანა ასრულებს თავის ვალდებულებას ისევე, როგორც აშშ და არის ალიანსის სრულუფლებიანი წევრი.
ამასთან, ესპანეთის ოპოზიციური სახალხო პარტიის ლიდერმა, ალბერტო ნუნიეს ფეიხოომ, ტრამპის განცხადების შემდეგ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი გააკრიტიკა. ფეიხოოს თქმით, სანჩესი არის მიზეზი იმისა, რატომაც აშშ-ის პრეზიდენტს ესპანეთის ნატო-დან გარიცხვა სურს.
„პრობლემა ესპანეთში არ არის. ესპანეთი სანდო, ამაყი და ნატო-ს ერთგული პარტნიორია. ჩვენ ასეთად დავრჩებით. პრობლემა სანჩესშია“, – წერს ალბერტო ნუნიეს ფეიხოო სოციალურ ქსელში.