გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1759947174
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი „დიდი ყურადღებით“ დააკვირდება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავის შესახებ შეთანხმების შესრულებას.
„ჩვენ დიდი მონდომებით დავაკვირდებით შეთანხმების დებულებების კეთილსინდისიერად შესრულებას“, - დაწერა ერდოღანმა სოციალურ ქსელ X-ზე.
მან დასძინა, რომ „თურქეთიც მიიღებს მონაწილეობას სამუშაო ჯგუფში, რომელიც მონიტორინგს გაუწევს შეთანხმების შესრულებას ადგილზე“.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი იქნება ღაზის აღდგენის პროცესის ნაწილი და მისი მიზანია „გენოციდის შეჩერება და რეგიონში მშვიდობის დამყარება.“