10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1760044177
სამხედრო სარდლობასთან დეტალურად განვიხილეთ ჩვენი შორ მანძილზე მოქმედების იარაღის, რაკეტების, დრონების გამოყენება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში უკრაინული შორ მანძილზე მოქმედების იარაღის გამოყენება მნიშვნელოვნად გაიზრდება
„სამხედრო სარდლობასთან დეტალურად განვიხილეთ შორ მანძილზე მოქმედების იარაღის, რაკეტების, დრონების გამოყენება. ასევე განვიხილეთ წარმოებასთან, არმიის მომარაგებასთან და ჩვენი ეკიპაჟების წვრთნასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები. რაც უფრო ეფექტური იქნება უკრაინა შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობებში, მით მალე შევძლებთ მშვიდობის მიღწევას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ იცის, რისი მიღწევაც სურს და ეს მშვიდობაა.
„აბსოლუტურად სწორია, რომ რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინა საპასუხო ზუსტ დარტყმებს ახორციელებს. ჩვენ ვიცით, რისი მიღწევა გვინდა, რა თქმა უნდა, მშვიდობის. ჩვენ არ ვაწარმოებთ ომს ომისთვის, როგორც ამას რუსეთი აკეთებს. თვით „ჰამასიც“ კი გამოხატავს მოლაპარაკებების მზაობას, მაგრამ არა პუტინი“, – განაცხადა ზელენსკიმ.