ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის თავდასხმების გამო, უკრაინის ყველა რეგიონში ელექტროენერგია გაითიშა

მკ

ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის თავდასხმების გამო, უკრაინის ყველა რეგიონში ელექტროენერგია გაითიშა. ინფორმაცია უკრაინის სახელმწიფო ელექტროგადამცემი სისტემის ოპერატორმა „უკრენერგომ“ Telegram-ზე გაავრცელა.

რუსეთმა ბოლო დღეებში უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები გაახშირა. რაკეტებითა და დრონებით დარტყმებმა გასულ კვირას უკრაინის დედაქალაქის დიდ ნაწილში და რამდენიმე სხვა რეგიონში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.