ემა სტოუნი მსოფლიოს ულამაზეს ქალად დაასახელეს - მისი სახის ნაკვთები იდეალურობასთან ყველაზე ახლოსაა 

ემა სტოუნი

ემა სტოუნი მსოფლიოს ულამაზეს ქალად დაასახელეს. როგორც აღმოჩნდა, მსახიობის სახის ნაკვთები იდეალურობასთან ყველაზე ახლოსაა.  ლონდონის კოსმეტიკური და პლასტიკური ქირურგიის ცენტრი ცნობილი ქალების გარეგნობას ე.წ. „ოქროს კვეთის“ პრინციპით აფასებს. ოქროს კვეთა მთელის 2 არატოლ ნაწილად გაყოფაა, რომლის დროსაც მცირე ნაწილი ისე შეეფარდება დიდს, როგორც დიდი მცირეს.  ამ პრინციპს აქტიურად იყენებდა ლეონარდო და ვინჩი. თანამედროვე ქირურგიაში კი მიიჩნევა, რომ რაც უფრო ახლოა სახის ნაწილის თანაფარდობა „ოქროს კვეთასთან“, მით უფრო ჰარმონიული და მიმზიდველია ადამიანი. სპეციალისტების თქმით, ემა სტოუნის გარეგნობის მსგავსება „ოქროს კვეთის“ ფორმულასთან 94. 72%-ია, რაც საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად მიიჩნევა.  როგორც ცნობილი ქირურგი, დე სილვა ამბობს, 37 წლის მსახიობმა ყველა კატეგორიაში უმაღლესი ქულები მიიღო.  ვარსკვლავს პროპორციული ტუჩები და გამოკვეთილი ყბის ხაზი აქვს.  რეიტინგში მეორე ადგილი ზენდაია კოულმანს ერგო, რომლის გარეგნობაც „ოქროს კვეთასთან“ 94.37%-ით ახლოს აღმოჩნდა. მესამე და მეოთხე ადგილები ინდოელ მსახიობს, ფრიდა პინტოსა და ვანესა კირბის ერგოთ.  სიის ბოლოში კი ბიონსეა, რომლის გარეგნობაც მათემატიკური ფორმულის მიხედვით,  92,4%-ით შეფასდა.