„მშვიდად განისვენე, სიცოცხლით სავსე ანგელოზო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან
1781726347
ავიაკომპანია Smartavia-ს თვითმფრინავმა, რომელიც სოჭიდან არხანგელსკის მიმართულებით ასრულებდა რეისს, შავი ზღვის თავზე საგანგებო სიგნალი გადასცა და რადარებიდან გაქრა. ამის შესახებ Telegram-არხი SHOT იუწყება.
საუბარია რეის 5N164-ზე, რომელიც Boeing 737-800 ტიპის თვითმფრინავით სრულდებოდა.
წყაროს ინფორმაციით, ეკიპაჟმა გადასცა კოდი 7700. ეს სიგნალი გამოიყენება საჰაერო ხომალდზე საგანგებო ან ავარიული მდგომარეობის აღსანიშნავად.
ბოლო ინფორმაციით, რუსეთის ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადეს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი ბორტზე წარმოქმნილი ტექნიკური გაუმართაობა იყო.
მოსკოვის დროით, დაახლოებით 23:30 საათზე, ავიაკომპანია Smartavia-ს Boeing 737-800 უსაფრთხოდ დაეშვა სოჭის აეროპორტში. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.