დუშანბეში დსთ-ს ლიდერების სამიტი მიმდინარეობს

დსთ-ს ლიდერების სამიტი

დუშანბეში დსთ-ს ლიდერების სამიტი მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობენ რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის ლიდერები.

როგორც შეხვედრის დაწყებისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ის დსთ-ს ლიდერებს ვიწრო წრეში ინფორმაციას მიაწვდის ალასკაზე აშშ-ის პრეზიდენტთან გამართული სამიტის შედეგების შესახებ.

„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, კვლავ შევიკრიბოთ ძალიან მცირე ჯგუფში და მინდა, სწორედ ასეთ ვიწრო წრეში მოგაწოდოთ ინფორმაცია შედეგების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ზოგადად დადებითად ვაფასებთ და უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების შემდგომ სამუშაოებს, რა თქმა უნდა, ალასკაში განხილულ ფუნდამენტურ დებულებებზე დავაფუძნებთ“, –  აღნიშნა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინმა ასევე მიიწვია შეხვედრაში მონაწილე ლიდერები დეკემბერში სანკტ პეტერბუგში დსთ-ს არაფორმალურ სამიტზე.