დუბლინის მთავარეპისკოპოსის, ირლანდიის პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ირლანდიაში საქართველოს საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს

აბბა

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის გამოსახატად ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ეწვივნენ და სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს დუბლინის მთავარეპისკოპოსის, ირლანდიის პარლამენტის, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა.

ინფორმაციას ირლანდიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.