რას ნიშნავს, თუ სახლში პეპელა შემოფრინდება - როდის არის მათი გამოჩენა ბედნიერების წინასწარმეტყველი
1747769220
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ რუსეთი მშვიდობას არ ეძებს, რადგან ამ ომში თავს გამარჯვებულად მიიჩნევს.
„მე არ ვადასტურებ ასეთ ინფორმაციას. თუმცა ვადასტურებ, რომ სიტუაცია რთულია, რადგან რუსულ მხარეს არ აქვს კეთილი ნების ნიშანწყალიც კი, რაც შეიძლება სწრაფად შეწყვიტოს ცეცხლი და დაიწყოს გულწრფელი სამშვიდობო მოლაპარაკებები. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა, ასევე „ევროპულმა ოთხეულმა“ ჩამოაყალიბეს ძალიან მკაფიო პირობა, ცეცხლის შეწყვეტა ყოველგვარი პირობების გარეშე, ანუ მოლაპარაკებების დაწყებამდე, რათა ადამიანების სიკვდილი შეწყდეს“, – განაცხადა ტუსკმა.
ცნობისთვის, პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შორის გამართულ სატელეფონო საუბარში პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი არ მონაწილეობდა.