წყნარი ოკეანის ფსკერიდან 40 წელზე მეტია იდუმალი სიგნალები ისმის - მეცნიერებმა წყარო აღმოაჩინეს
1760719477
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ისაუბრა აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის როლის შესახებ უკრაინელი ბავშვების რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
„მან თავად მოინდომა ამის გაკეთება. უბრალოდ, ძალიან მძაფრი გრძობა აქვს ბავშვების მიმართ და ნამდვილად კარგი საქმე გააკეთა ამის წინა პლანზე წამოწევაში. ის ყოველთვის ფიქრობს ბავშვებზე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, მანამდე მელანია ტრამპმა განაცხადა, რომ მასსა და პუტინს შორის თანამშრომლობის შედეგად რვა ბავშვი დაუბრუნდა თავიანთ ოჯახებს.