დონალდ ტრამპმა ირანთან კონფლიქტს „მინი-ომი“ უწოდა

დონალდ ტრამპი

თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

პრეზიდენტმა კონფლიქტის მასშტაბები დააკნინა და აღნიშნა, რომ ირანის საზღვაო ძალებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს.

„მე ამას მინი-ომს ვუწოდებ - მათ ხომ გემები აღარ დარჩათ“, - განაცხადა ტრამპმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანმა შეთანხმებაზე უარის თქმით „უკეთესი ხარისხის“ ხომალდები დაკარგა.

პრეზიდენტის თქმით, მას ერჩივნა ეს გემები ხელუხლებელი დარჩენილიყო, თუკი თეირანი შეთანხმებას დათანხმდებოდა.

„მე ვკითხე მათ: რატომ არ მიიღეთ [შეთავაზება]? რატომ გაუშვით გემები ზღვის ფსკერზე? მე მათი შენარჩუნება მსურდა“, - დასძინა მან.