„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას არაფერი აქვს საერთო რომის პაპის ამპლუაში გამოქვეყნებულ ფოტოსთან. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტოს შესახებ გასულ საღამოს შეიტყო.
„მე არაფერი მქონდა ამასთან საერთო. ვიღაცამ შექმნა ჩემი სურათი პაპის სამოსში და ეს ინტერნეტში გაავრცელა. ეს არ გამიკეთებია მე. არ ვიცი, საიდან წამოვიდა. შესაძლოა, ეს იყო ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ მე არაფერი ვიცი ამის შესახებ. უბრალოდ, გუშინ საღამოს ვნახე. სინამდვილეში, ჩემს მეუღლეს ეს სასაცილოდ მოეჩვენა. მან თქვა, რა ლამაზია, არა?“ – განაცხადა ტრამპმა.
ამერიკის ლიდერმა ასევე ხუმრობით უთხრა ჟურნალისტებს, რომ პაპად ყოფნის შემთხვევაში ვერ შექმნიდა ოჯახს.
„ეს ძალიან ბევრი იქნებოდა. რამდენადაც ვიცი, პაპები არ არიან დაოჯახებული, არა? არა – იმის მიხედვით, რაც ვიცით. არა“, – თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ „თრუს სოშიალზე“ პაპის ამპლუაში გამოქვეყნებული ფოტო თავად ამერიკის პრეზიდენტის ოფიციალურ ანგარიშზე დაიდო. ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ ტრამპი კათოლიკეების ნაწილმა მწვავედ გააკრიტიკა. მოგვიანებით ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის მიმართ კრიტიკას რომის პაპის ფოტოსთან დაკავშირებით. „როგორც წესი, ჩემთვის მისაღებია, როდესაც ადამიანები ხუმრობენ და არა, როდესაც სულელურ ომებს იწყებენ, რამაც ათასობით ჩემი თანამემამულე იმსხვერპლა“, – დაწერა ვენსმა.