იურისტი განმარტავს, ვინ გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან
1761941375
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სამხრეთ კორეა აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების შესამცირებლად 350 მილიარდ დოლარს გადაიხდის.
ტრამპის თქმით, გარდა ამისა, სამხრეთ კორეა შეიძენს დიდი რაოდენობით ამერიკულ ნავთობსა და გაზს.
„სამხრეთ კორეა დათანხმდა, გადაიხადოს 350 მილიარდი დოლარი შეერთებული შტატების მიერ მათ წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების შესამცირებლად. გარდა ამისა, ისინი დათანხმდნენ, შეიძინონ ჩვენი ნავთობი და გაზი დიდი რაოდენობით, ხოლო მდიდარი სამხრეთ კორეელი კომპანიებისა და ბიზნესმენების ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში 600 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან სამხრეთ კორეას ნებართვა მისცა, გააკეთონ ბირთვული ენერგიით მომუშავე წყალქვეშა ნავი.
„ჩვენი სამხედრო ალიანსი ყოველთვის ძლიერია და ამის საფუძველზე მე მათ ვაძლევ ნებართვას, შექმნან ბირთვული ენერგიით მომუშავე წყალქვეშა ნავი, ძველი და ბევრად ნაკლებად მანევრირებადი დიზელით მომუშავე წყალქვეშა ნავების ნაცვლად, რომლებიც ახლა აქვთ. შესანიშნავი ვიზიტი, სამხრეთ კორეის შესანიშნავ პრეზიდენტთან“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.